საბურავების კომპანია
პრობლემა
კომპანია მდებარეობდა ისეთ ლოკაციაზე, სადაც მომხმარებელი შემთხვევით ვერ მოხვდებოდა. ვინც არ იცოდა კონკრეტულად სად იყო, მიდიოდა ბაზარზე ან ელიავა-ს მიმართულებით. ბრენდს არ ჰქონდა არც ცნობადობა, არც განსხვავებული იმიჯი და არც მიზეზი, რატომ უნდა აერჩიათ სწორედ ისინი.
რა გავაკეთეთ
- შევქმენით კონკრეტული მომხმარებლის პერსონა
- დავალაგეთ ბრენდის მესიჯები
- შევქმენით ვიდეოები, რომლებიც ზუსტად პასუხობდა მომხმარებლის რეალურ კითხვებს
- სოციალური ქსელები გადავაქციეთ „ცოცხალ გამყიდველად“ — აქტიური კომუნიკაციით, სწორი ტექსტებითა და ნდობის შექმნით
- დავიწყეთ კონტენტი, რომელიც აჩვენებდა არა მხოლოდ საბურავებს, არამედ რატომ უნდა მისულიყო მომხმარებელი სწორედ ამ კომპანიასთან
შედეგი
- გაყიდვები გაიზარდა 10-ჯერ
- მხოლოდ 1 თვეში კომპანიამ მიიღო 120,000 ლარის შემოსავალი
- კონტენტმა დააგროვა მილიონობით ნახვა
- ბრენდი გახდა ცნობადი იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც მანამდე საერთოდ არ ჰქონდა გაგონილი
- გაიზარდა ლოიალობა და მომხმარებლები თავად უგზავნიდნენ ერთმანეთს გვერდს
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
როცა ბიზნესი ცუდ ლოკაციაშია, პრობლემა ლოკაცია კი არა — ცნობადობაა. ჩვენ ვაკეთებთ ისე, რომ ადამიანმა ჯერ სოციალური ქსელიდან გაგიცნოს და შემდეგ თავად მოგძებნოს.
სერვისები
✔️ Facebook, Instagram, Tik tok
✔️ ვიდეო Reels
✔️ ფოტოსესია
✔️ რეპორტინგი
✔️ ქოფირაითინგი
✔️ ადმინისტრირება
✔️ კონტენტის შექმნა
✔️ გრაფიკული დიზაინი
✔️ ციფრული რეკლამა ყველა პლათფორმაზე








