პრობლემა
მიკროსაფინანსო კომპანიებს ბაზარზე ხშირად აქვთ რთული, ცივი და ნეგატიური იმიჯი. მომხმარებელს ჰქონდა განცდა, რომ ასეთ ადგილას მისვლა ნიშნავს სტრესს, ბიუროკრატიას და უარყოფით გამოცდილებას.
რა გავაკეთეთ
Leader Credit-ისთვის შევქმენით პირველი სრულმასშტაბიანი 3-თვიანი მარკეტინგული კამპანია.
- დავალაგეთ ბრენდის პოზიციონირება
- შევქმენით ვიდეოები, რეკლამები და ვიზუალური სტილი
- დავუწერეთ მუსიკა და სარეკლამო ჟინგლი, რომელიც შემდეგ 3 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა ყველა რეკლამაში და ზარის მოლოდინის დროს
- შევქმენით განცდა, რომ ეს არის მარტივი, მეგობრული და სწრაფი ადგილი, სადაც მომხმარებელს ზედმეტი წვალების გარეშე ეხმარებიან
შედეგი
- გაიზარდა ცნობადობა ბაზარზე
- ბრენდის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შემცირდა
- კომპანიამ მიიღო განსხვავებული და ადვილად დასამახსოვრებელი ხმა
- მუსიკა და კომუნიკაციის სტილი გახდა ბრენდის ნაწილი და ხალხს დღემდე ახსოვს
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
ადამიანები პროდუქტს კი არა, განცდას ყიდულობენ. როცა რთული და არასასურველი სფერო პოზიტიურ და მარტივ ბრენდად იქცევა — გაყიდვებიც იზრდება.
მიკრო საფინანსო ორგანიზაცია “ლიდერ კრედიტს”, გავუკეთეთ 3 თვიანი კამპანია, რომელის მიზანიც იყო ბრენდის ცნობადობის გაზრდა და ახალი პოზიციონირება
სერვისები
✔️ მუსიკის დაწერა
✔️ ცეკვის დადგმა
✔️ სატელევიზიო რეკლამის სცენარი
✔️ მსახიობების შერჩევა
✔️ სატელევიზიო რეკლამა
✔️ ბილბორდების დიზაინი, გაკვრა
✔️ Facebook, Instagram, Tik tok
✔️ ფოტოსესია
✔️ ვიდეო Reels
✔️ რეპორტინგი
✔️ ქოფირაითინგი
✔️ ადმინისტრირება
✔️ კონტენტის შექმნა
✔️ გრაფიკული დიზაინი
✔️ ციფრული რეკლამა ყველა პლათფორმაზე






