შოთი არის პირველი ქართული სენდვიჩის ბრენდი საქართველოში, რომელიც მხოლოდ ქართული კერძების ინსპირაციით მზადდება. ბრენდისთვის Eriniebi-მ შექმნა პროფესიონალური ფოტოსესია.
პროექტის მთავარი მიზანი იყო, შოთის უნიკალური კონცეფცია — ქართული გემოებისა და თანამედროვე ფორმატის გაერთიანება — ვიზუალურად ისეთივე საინტერესო და დასამახსოვრებელი გამხდარიყო, როგორიც თავად პროდუქტია. ფოტოსესიის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინგრედიენტებს, ტექსტურებსა და ისეთ კადრებს, რომლებიც პირველივე ნახვიდან აჩენს ქართული სენდვიჩის დაგემოვნების სურვილს.
შედეგად, შოთი სოციალურ მედიასა და სარეკლამო მასალებში წარმოჩინდა როგორც თანამედროვე, გამორჩეული და მაღალი ხარისხის ქართული კვების ბრენდი.
სერვისები
✔️ ფოტოსესია








