ბალავერი | ციფრული მარკეტინგის წარმატების ისტორია
როგორ ვაქციეთ თითქმის არააქტიური სოციალური ქსელები გაყიდვების ერთ-ერთ მნიშვნელოვან არხად?
„ბალავერი“ პესტკონტროლის სფეროში მოქმედი კომპანიაა, რომლისთვისაც სააგენტო „ერინიებმა“ შეიმუშავა შედეგზე ორიენტირებული ციფრული მარკეტინგის სტრატეგია.
თანამშრომლობის დაწყებამდე კომპანიის სოციალურ ქსელებში მომხმარებელთა ჩართულობა პრაქტიკულად არ არსებობდა — გვერდებზე არ შემოდიოდა კომენტარები და პირადი შეტყობინებები.
შედეგი პირველივე თვეში
- 100+ კვალიფიციური ლიდი — პირველივე ვიდეოდან.
- 50%-მდე კონვერსია ხელშეკრულებაში — მიღებული ლიდების დაახლოებით ნახევართან გაფორმდა ხელშეკრულება.
- ათასობით კომენტარი — სოციალური ქსელების აქტიურობის მნიშვნელოვანი ზრდა.
- დამატებითი თანამშრომელი — პირველივე თვეში კომპანიას მომხმარებელთა შეტყობინებებისა და კომენტარების სამართავად ახალი თანამშრომლის აყვანა დასჭირდა.
რა გავაკეთეთ?
„ბალავერისთვის“ შევქმენით კომპლექსური ციფრული მარკეტინგის სისტემა, რომელიც აერთიანებს სტრატეგიას, ხარისხიან კონტენტს, მიზნობრივ რეკლამასა და შედეგების მუდმივ ანალიზს.
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
- Facebook, Instagram, TikTok და YouTube პლატფორმების მართვასა და ადმინისტრირებას;
- ციფრული მარკეტინგისა და კონტენტის სტრატეგიის შემუშავებას;
- პროფესიონალურ ფოტო- და ვიდეოგადაღებას;
- Reels-ისა და სხვა ვიდეოკონტენტის შექმნას;
- გრაფიკულ დიზაინსა და ქოფირაითინგს;
- Meta-სა და სხვა ციფრული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და მართვას;
- სამიზნე აუდიტორიის კვლევას, მონაცემების ანალიზსა და კამპანიების ოპტიმიზაციას.
შედეგი, რომელიც ბიზნესის ზრდაში აისახა
„ბალავერთან“ თანამშრომლობა ნათლად აჩვენებს, რომ სწორად დაგეგმილი ციფრული მარკეტინგი მხოლოდ ნახვებისა და გამომწერების ზრდას არ ნიშნავს.
ჩვენ შევძელით სოციალური ქსელების გარდაქმნა მომხმარებლების მოზიდვისა და რეალური გაყიდვების არხად. შედეგი იმდენად სწრაფი და მასშტაბური აღმოჩნდა, რომ კომპანიას მომხმარებელთა გაზრდილი აქტივობის სამართავად დამატებითი ადამიანური რესურსი დასჭირდა.
ერინიები — მარკეტინგი, რომელიც ბიზნესისთვის რეალურ შედეგს ქმნის.








