Plasmolifting technologie

Plasmolifting Technologie-მ პირველად დანერგა საქართველოში ღრძილების პლაზმოლიფტინგის პროცედურა. პროექტის მთავარი მიზანი იყო სრულიად ახალი და ინოვაციური სამედიცინო მიმართულების სწორად წარმოდგენა, ნდობის შექმნა და ბრენდის მაღალი კლასის პოზიციონირება.

Eriniebi-მ შექმნა ისეთი ვიზუალური და საკომუნიკაციო სტილი, რომელიც პროცედურას წარმოაჩენდა როგორც თანამედროვე, უსაფრთხო და პროფესიონალურ მომსახურებას. სააგენტო უზრუნველყოფდა პროფესიონალურ ფოტოსესიას, ვიდეო Reels-ებს, ქოფირაითინგს, კონტენტის შექმნას, გრაფიკულ დიზაინსა და ციფრულ რეკლამას ყველა პლატფორმაზე.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა იმას, რომ სრულიად ახალი პროცედურა მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები, სანდო და ვიზუალურად მაღალი დონის ყოფილიყო. შედეგად, Plasmolifting Technologie სოციალურ მედიაში წარმოჩინდა როგორც ინოვაციური და პრემიუმ სამედიცინო ბრენდი.

სერვისები
✔️ ფოტოსესია
✔️ ვიდეო Reels
✔️ რეპორტინგი
✔️ ქოფირაითინგი
✔️ ადმინისტრირება
✔️ კონტენტის შექმნა
✔️ გრაფიკული დიზაინი
✔️ ციფრული რეკლამა ყველა პლატფორმაზე

იხილე სხვა ნამუშევრები