წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტი არის წესები და პირობები, რომლებიც არეგულირებს https://eriniebi.ge/გამოყენებას. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ახორციელებს პროდუქტის შეძენას და გადახდის ავტორიზაციას, ვალდებულია, დეტალურად გაეცნოს წესებსა და პირობებს და დაეთანხმოს მას. თუ არ ეთანხმებით ან თქვენთვის მიუღებელია რომელიმე წესი ან პირობა, გთხოვთ, ნუ დაასრულებთ შეკვეთას.

წესები და პირობები შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ გთხოვთ, თითოეული შეკვეთის განთავსებამდე წაიკითხეთ.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონზე ან ელექტრონულ ფოსტაზე.

ვებ-გვერდის გამოყენებამდე აუცილებელი და მნიშვნელოვანია წესებისა და პირობების წაკითხვა, რადგან კონკრეტულად ეს დოკუმენტი მაქსიმალურად მორგებულია ამ ბიზნესზე და მნიშვნელოვანია ორივე მხარისთივის, როგორც მყიდველისთვის, ისე გამყიდველისთვის.

ვებ-საიტით სარგებლობა და შეკვეთის განთავსება ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით შემდეგ წესებსა და პირობებს :

  • განათავსებთ მხოლოდ რეალურ შეკვეთას.
  • არ გამოიყენებთ ვებ-საიტს ყალბი შეკვეთის გასაკეთებლად, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გავაუქმოთ შეკვეთა და დავბლოკოთ თქვენი ანგარიში.
  • იღებთ ვალდებულებას, რომ ვებ-საიტის მეშვეობით მოგვაწვდით სწორ საკონტაქტო ინფორმაციას, სახელს და გვარს, მობილურის ნომერს, ელექტრონულ ფოსტას და მისამართს, ჩვენ კი, მითითებულ დროს სწორად მოგაწვდით შეკვეთას და გამოვიყენებთ საკონტაქტო ინფორმაციას მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად.
  • ადასტურებთ, რომ ხართ სრულწლოვანი, ანუ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, 18+ ასაკის.

ვებ-საიტით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ხელშეკრულება არ იდება მანამ, სანამ ორივე მხარე არ დაადასტურებს მას. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველ მხარეს არ გააჩნია საკმარისი რესურსი თქვენი შეკვეთის შესასრულებლად, ანგარიშიდან ჩამოჭრილი თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

მას შემდეგ, რაც განათავსებთ შეკვეთას და გადაიხდით თანხას, მიიღებთ ელექტრონულ ფოსტას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ნამდვილად მივიღეთ თქვენი შეკვეთა და შეგვიძლია, უზრუნველვყოთ მისი მოწოდება. უშუალოდ ხელშეკრულება მხარეებს შორის ფორმდება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩვენი მხრიდან მიიღებთ შეკვეთის დასტურს. თუ შეკვეთა ერთზე მეტი პროდუქტისგან შედგება, მაშინ, თითოეულ პროდუქტზე ცალ-ცალკე მიიღებთ დასტურს, რათა ზუსტად იცოდეთ, რომელი პროდუქტების მოწოდება შეგვიძლია.

ინფორმაცია პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესახებ განთავსებულია ვებ-გვერდზე, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროდუქტი მარაგში არ იქნება, ვებ-საიტი თავად შემოგთავაზებთ მის შემცვლელ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტს. თუ რომელიმე პროდუქტის შესაძენად თანხა უკვე გადაიხადეთ და პროდუქტი მარაგში არ არის, თქვენ კი მისი შემცვლელის შეძენა არ გსურთ, ჩვენ ავტომატურად დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას.

კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერი პროდუქტი, მისი სურვილის და შეხედულებისამებრ წაშალოს ვებ-საიტიდან, ისე, რომ არ დაირღვეს მომხმარებელთა ინტერესები. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ შეუძლია თქვენი მოთხოვნის შესრულება ან თქვენ იყიდეთ გაუქმებული პროდუქტი, თანხა დაგიბრუნდებათ, ინფორმაციას ამის შესახებ კი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებთ.

მომხმარებელს აქვს უფლება, გააუქმოს მის მიერ განთავსებული შეკვეთა 30 დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღო პროდუქტი ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ვებ-საიტზე იყო განთავსებული. ჩვენ მაქსიმალურას ვიზრუნებთ, მიიღოთ პროდუქტი ზუსტ, იდეალურ მდგომარეობაში, სხვა შემთხვევაში კი გაძლვეთ უფლებას, გააუქმოთ შეკვეთა და მიიღოთ სრული თანხის ანაზღაურების შესაძლებლობა.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ზუსტად იმ დროში მოგაწოდოთ შეკვეთა, რა დროც მითითებულია ვებ-გვერდზე. გამომდინარე იქედან, რომ ამ შემთხვევაში მიწოდება ხდება ციფრულად, ჩვენ გამოვიყენებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტას შეკვეთის მისაღებად. თუ რაიმე კონკრეტული მიზეზით ჩვენ ვერ მოგაწვდით შეკვეთას, ვიღებთ ვალდებულებას, აგინაზღაუროთ პროდუქტის სრული საფასური.

პროდუქტი ჩაითვლება მიწოდებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენი მხრიდან მივიღებთ ამის შესახებ დასტურს.

იმ შემთხვევაში, თუ ორი ცდის შემდეგ თქვენ მაინც ვერ მიიღებთ პროდუქტს, ჩვენი წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან და დააზუსტებენ დეტალებს, რათა მესამე ცდით მაინც მოხდეს პროდუქტის მოწოდება.

მიწოდების პროცესი დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, როცა კომპანია დარწმუნდება, რომ თქვენ მიერ მოწოდებულია სწორი, ამომწურავი ინფორმაცია და გადახდილია როგორც პროდუქტის, ისე მიწოდების საფასური.

კომპანია ცდილობს, ყველა პროდუქტის ფასი ვებ-საიტზე განათავსოს ზუსტად, ხარვეზების გარეშე. იმ შემთხვევაში თუ, რომელიმე პროდუქტის შეძენა მომხმარებლის მიერ მოხდა არასწორი ღირებულებით და ეს ღირებულება იყო მექანიკური შეცდომა, კომპანია იტოვებს უფლებას, გააუქმოს თქვენი შეკვეთა და აგინაზღაუროთ სრული თანხა. თანხის გადახდისას თქვენ იხდით ყველანაირ საგადასახადო ვალდებულებას, შესაბამისად, დამატებით არ მოგიწევთ რაიმე გადახდის განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ მიტანის საფასურის დაფარვაც მოგთხოვათ, აუცილებლად უნდა გადაიხადოთ, სხვა შემთხვევაში პროდუქციას ვერ მიიღებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვებ-საიტზე შეკვეთის განთავსების პროცესი საკმაოდ მარტივადაა აღწერილი, წესებსა და პირობებში მაინც განვმარტავთ ზემოთ ხსენებულს :

  • დაამატეთ ნებისმიერი პროდუქტი კალათაში
  • შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია ( სახელი, გვარი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტა )
  • მიუთითეთ ბარათი, რომლითაც გსურთ გადახდა და შეასრულეთ ტრანზაქცია. იმ ბარათის გამოყენებით, რომლითაც ახორციელებთ შესყიდვას, ადასტურებთ, რომ ბარათი წარმოადგენს თქვენს საკუთრებას და ტრანზაქციაზე პასუხისმგებლობას იღებთ თქვენ.

იმ შემთხვევაში, თუ 7 დღის განმავლობაში გადაწყვეტთ შეკვეთის გაუქმებას, თქვენ უნდა მოგვმართოთ ვებ-საიტის მეშვეობით და დეტალურად აგვიხსნათ, რა არის შეკვეთის გაუქმების მიზეზი. ეს მიზეზები შეიძლება იყოს პროდუქტის გაუმართაობა, ტექნიკური წუნი, ქარხნული დაზიანება, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ გავაუქმებთ შეკვეთას. დეფექტური პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში ვიღებთ ვალდებულებას, დაგიბრუნოთ ჩამოჭრილი თანხა.

შეკვეთის მიღებისა და მისი შესრულების შემდეგ, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა არასათანადოდ გამოიყენა პროდუქტი. მაგალითად, მიაყენა ზიანი გარშემომყოფებს, მიიღო რაიმე სახის თვითდაზიანება ან მივიდა სუიციდამდე, მიიღო რაიმე სახის პირდაპირი ან არაპირდაპირი დანაკარგები, დაკარგა ბიზნესი, შემოსავლები ან მონაცემები. ხაზს ვუსვამთ, რომ პროდუქტის სათანადოდ, სწორად გამოყენებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მომხმარებელს.

ვებ-საიტის გამოყენებით და შეკვეთის განთავსებით თქვენ აცნობიერებთ და ადასტურებთ იმას, რომ ყველა სავაჭრო ნიშანი, საავტორო უფლება, მასალა თუ შინაარსი მოწოდებულია კომპანიის მიერ და ყოველთვის დარჩება მისი ლიცენზიის მფლობელობაში. 

კომპანია იღებს ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში სწრაფი კომუნიკაცია დაამყაროს მომხმარებელთან. კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ მიიღებთ ჩვენი მხრიდან ელექტრონულ ფოსტებს შეკვეთის განთავსების, დადასტურების ან გაუქმების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია იგზავნება სისტემაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე და მომხმარებელი ვალდებულია, სწორად მიუთითოს მოქმედი ელექტრონული ფოსტა, ისეთი, რომელთანაც წვდომა აქვს.

წესებსა და პირობებზე თანხმობა, შესაბამისად, ვებ-საიტით სარგებლობა ან შეკვეთის განთავსება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ იღებთ გარკვეულ ვალდებულებებს და უფლებებს. თქვენ თქვენის მხრივ, ვალდებული ხართ სწორად მოგვაწოდოთ საკონტაქტო ინფორმაცია, შეგნებულად, გააზრებულად განათავსოთ შეკვეთა. მეორეს მხრივ, გაქვთ უფლება, მოთხოვოთ კომპანიას შეკვეთის დადასტურება, მისი შესრულება სწორად, ვებ-საიტზე მითითებულ დროში.

ფორს-მაჟორული სიტუაციის შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ ან ვერ შეასრულოს შეკვეთა და უარი თქვას აღებულ პასუხისმგებლობაზე. ფორს-მაჟორულ სიტუაციად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი მომენტი, რომელიც არ არის დამოკიდებული კომპანიაზე, მაგალითად :

  • ხანძარი
  • ეპიდემია
  • ქარიშხალი
  • მიწისძვრა
  • ან სხვა რომელიმე სტიქიური მოვლენა
  • სატელეკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობის შეუძლებლობა
  • სამთავრობო აქტები, შეზღუდვები ან კანონები, რომლებიც არ მოგვცემს უფლებას შევასრულოთ თქვენი შეკვეთა.

მყიდველი, რომელიც იხდის თანხას პროდუქტის სანაცვლოდ და ათავსებს შეკვეთას, აანალიზებს, რომ მისთვის ამ ქმედების გახორციელება არავის დაუძალებია, იგი თავისუფალი იყო არჩევანში და რაიმე უკანონო ქმედებას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. სხვა შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია რაც შეიძლება მალე შეატყობინოს კომპანიას ამის შესახებ.

შპს ეი პი ეს მარკეტპლეისი თავისმხრივ აანალიზებს, რომ შეუძლია ვებ-საიტზე განთავსებული საქმიანობის შესრულება, პასუხისმგებელია პროდუქციის სწრაფად, სწორად და შეუფერხებლად მიწოდებაზე და სხვა შემთხვევაში, კომუნიკაცია ექნება მომხმარებელთან ხარვეზის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად.

კომპანია იტოვებს უფლებას, შეცვალოს ვებ-საიტზე განთავსებული წესები და პირობები. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ ნებისმიერ მომხმარებელს, თითოეული შეკვეთის განთავსებამდე გაეცნოს და წაიკითხოს ისინი.

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით პროდუქციის შეძენა რეგულირდება საქართველოს კანონით. ნებისმიერი სახის დავა, გაუგებრობა განიხილება სწორედ საქართველოს კანონის მიხედვით.

ჩვენ ყოველთვის ვისწრაფით განვითარებისკენ და მზად ვართ, თქვენი მხრიდან მივიღოთ ნებისმიერი სახის უკუკავშირი.

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი ვებ-გვერდით !