Supta.ge

Supta.ge არის ბიზნესის მომარაგების პირველი ონლაინ პლატფორმა საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ შესყიდვას უსწრაფესი მიტანის სერვისით.

Eriniebi-მ Supta.ge-სთვის შექმნა ციფრული კომუნიკაცია და პოზიციონირება, რომლის მთავარი მიზანი იყო პლატფორმა წარმოჩენილიყო როგორც თანამედროვე, სწრაფი და სანდო გადაწყვეტა ბიზნესებისთვის.

პროექტის ფარგლებში სააგენტო მუშაობდა ბრენდის ონლაინ იმიჯზე, სოციალური მედიის მართვაზე, კონტენტის შექმნაზე, ვიდეო Reels-ებზე, ქოფირაითინგზე, გრაფიკულ დიზაინსა და ციფრულ რეკლამაზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა იმას, რომ Supta.ge მომხმარებლისთვის ასოცირებულიყო სწრაფ მომსახურებასთან, კომფორტთან და ბიზნესისთვის საჭირო პროდუქციის ერთ სივრცეში შეძენასთან.

იხილე სხვა ნამუშევრები