პრობლემა
ღვინო ბაზარზე უკვე ბევრია. კარგი ღვინო საკმარისი აღარ არის, თუ ბრენდი ვიზუალურად და ემოციურად არ განსხვავდება. “8000 ისტორია” იყო კარგი პროდუქტი, მაგრამ მომხმარებელი მას ჯერ კიდევ საშუალო კატეგორიის ღვინოდ აღიქვამდა.
რა გავაკეთეთ
- შევცვალეთ ბრენდის აღქმა სოციალურ ქსელში
- შევქმენით პრემიუმ ვიზუალური სტილი
- ისტორიების, ვიდეოებისა და ფოტოების საშუალებით ვაჩვენეთ, რომ ეს არ არის უბრალოდ ღვინო — ეს არის ქართული ისტორია, ტრადიცია და პრემიუმ გამოცდილება
- შევქმენით ლოიალური აუდიტორია, რომელიც უკვე არა მხოლოდ ყიდულობდა, არამედ თავად აზიარებდა ბრენდს
შედეგი
- ბრენდი საშუალო კატეგორიიდან გადავიდა პრემიუმ კატეგორიაში
- გაიზარდა ცნობადობა და ნდობა
- სოციალურ ქსელში გაჩნდა ერთგული აუდიტორია
- გაიხსნა საკუთარი ღვინის ბარი
- ღვინო შევიდა ბევრ მაღაზიასა და სასმელების ქსელში
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
პროდუქტი იგივე დარჩა. შეიცვალა მხოლოდ ის, როგორ ხედავდა მას მომხმარებელი. და სწორედ perception-მა გაზარდა ბიზნესიც.











