ქართული წვენი

ქართული წვენი არის გამაგრილებელი სასმელების კომპანია, რომლისთვისაც Eriniebi-მ შექმნა პროდუქტის სრული ვიზუალური კონცეფცია და პროფესიონალური ფოტომასალა.

პროექტის მთავარი მიზანი იყო, პროდუქცია წარმოჩენილიყო უფრო თანამედროვე, მაღალი ხარისხის და გამორჩეული იმიჯით. ამისათვის Eriniebi-მ შექმნა გადაღების კონცეფცია, შეარჩია სტილი, რეკვიზიტები და ვიზუალური რეფერენსები, რომლებიც სრულად შეესაბამებოდა ბრენდის ხასიათსა და პროდუქტის პოზიციონირებას.

გარდა პროდუქტის ფოტოსესიისა, სააგენტომ გადაიღო წარმოების პროცესიც, რათა ბრენდისთვის შეექმნა უფრო სანდო და პროფესიონალური აღქმა. ასევე შეიქმნა თეთრ ფონზე გადაღებული პროდუქტის ფოტოები, რომლებიც გამოყენებულია როგორც ონლაინ მაღაზიაში, ისე სარეკლამო და კატალოგის მასალებში.

სერვისები
✔️ პროდუქტის ფოტოსესია
✔️ კონცეფციის შექმნა
✔️ Styling, რეკვიზიტები, რეფერენსები
✔️ წარმოების პროცესის გადაღება
✔️ პროდუქტის თეთრ ფონზე ფოტოების გადაღება

იხილე სხვა ნამუშევრები